მინის კონსტრუქციები - საოფისე ტიხრები
მინის კონსტრუქციები
შენობაში გამოყენებული მინის კონსტრუქციები საშუალებას იძლევა მუდმივ კავშირში დავრჩეთ გარე სამყაროსთან. გარდა ვიზუალური უპირატესობისა დახურულ სივრცეში ატარებს ბუნებრივ სინათლეს, რაც შენობაში ზოგავს ელექტროენერგიის მოხმარებას და ასევე დადებითად მოქმედებს განწყობაზე.
სხვა მასალებისგან განსხვავებით, მინის მოვლა ბევრად მარტივია, მისი გლუვი ზედაპირის გამო. ასევე, გამოირჩევა წყალგაუმტარობით. მინა მდგრადია ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, შესაბამისად, არ იბზარება ან იშლება.
შუშას შეუძლია მთლიან შენობას სრული ესთეტიკური იერი მისცეს, სწორედ ამიტომ არის მინის კონსტრუქციები საკმაოდ მოთხოვნადი თანამედროვე არქიტექტურაში.
საოფისე ტიხრები
საოფისე ტიხრები ყველა თანამედროვე ოფისის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ოფისებში სივრცეები შეიძლება განცალკევდეს მინის ტიხრებით, რაც ქმნის ლამაზ, ესთეტიკურ სამუშაო სივრცეს. შუშის ოფისის ტიხრები შენობაში ბუნებრივ შუქს ატარებს და ქმნის მსუბუქ და ჰაეროვან გარემოს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდას.
მინის ტიხრები საკმაოდ პრაქტიკულია, რადგან ადვილია მათი გადაკეთება საჭიროების შემთხვევაში. ასევე, არის გამძლე და დაბალბიუჯეტიანი. იდეალურია როგორც მცირე, ისე დიდი ოფისებისთვის ან განყოფილებებისთვის.
ლილუტა გთავაზობთ თქვენთვის სასურველი დიზაინის მინის კოსტრუქციებს,შიდა და გარე ფასადებისთვის.ასევე, საოფისე ტიხრებს
გარანტიით და მოხერხებული გადახდის პირობებით.